ახალი გზის საფარი წუთში 1,000 ლიტრამდე წყალს იწოვს

Modern Roofing

მეცნიერებმა კიდევ ერთი ახალი ტიპის ბეტონი შეიმუშავეს, რომლის გამოყენებითაც დაგებული გზის საფარი წყლის დიდ რაოდენობას შეიწოვს. ბრიტანულმა კომპანიამ “Tarmac” ინოვაცია გამოსცადა და აღმოჩნდა, რომ ნახევარი კვადრატული მეტრის ფართობის გზის საფარმა წუთში 1,000 ლიტრამდე წყალი შეიწოვა.  

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ინოვაცია ურბანულ გარემოში წყალდიდობების მიერ მიყენებული ზიანის შესამცირებლად განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.

სტანდარტულისგან განსხვავებით, ინოვაციური ბეტონის ფორები შედარებით გახსნილია, მას პირდაპირ ნიადაგის ზემოდან ასხამენ. Smithsonianmag-ის მიხედვით, მასალის გამოყენება გზების, სავალი და ველობილიკების დასაგებად შეიძლება.

კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის შემცირების გარდა, მასალა ნიადაგის წყალშემცველი ფენის გამდიდრებას შეუწყობს ხელს.

ფოროვან გზის საფარს წარმატებულად იყენებენ პორტლენდში, ორეგონის შტატში. ამგვარი მასალის რაოდენობა ჯერჯერობით შეზღუდულია. გარდა ამისა, მისი გამოყენება გადატვირთული მოძრაობის გზებზე არ არის რეკომენდებული, რადგან გაცილებით ხშირ წმენდას საჭიროებს.

მსგავსი სტატიები