ახალი ბეტონი შეიმუშავეს, რომელიც ძველთან შედარებით 46%-ით უფრო მყარია

Modern Roofing

რუსეთში, ინჟინრებმა ინოვაციური მეთოდით ახალი ბეტონი შეიმუშავეს, რომელიც ძველთან შედარებით 46%-ით უფრო მყარია.

“შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის“ (FEFU) ინჟინრების თქმით, რომლებმაც ტექნოლოგია შეიმუშავეს, ბეტონი ყველაზე სასარგებლო აეროდრომების მშენებლობისთვის იქნება.

World construction today.com-ის ინფორმაციით, ახალი ტიპის ბეტონს თავდაპირველად აეროპორტების ასაფრენ-დასაფრენი ზოლების დასაგებად გამოიყენებენ, რადგან სპეციალური შემადგენლობის წყალობით ის დაწოლას მარტივად უძლებს.

როგორც “შორეული აღმოსავლეთის უნივერსიტეტის” სამხედრო განათლების ცენტრის ასისტენტ-პროფესორი, რომან ფედიუკი აღნიშნავს, შემუშავებული ბეტონის საშუალებით სამშენებლო ხარისხი სტანდარტულთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება.

ბეტონს სიმყარეს სუპერდამარბილებლები, გრანულირებული წიდა და კარბონატები მატებს, რომლებიც ამავდროულად გაშრობის პროცესს აჩქარებს. გარდა ამისა, კალიუმის კარბონატის შერევის შედეგად ბეტონი უარყოფით ტემპერატურაზეც ინარჩუნებს მდგრადობას.

ინჟინერთა იგივე ჯგუფი ასევე მუშაობს რკინა-ბოჭკოვანი ბეტონის გაუმჯობესებაზეც, რომელიც დაბალი ტემპერატურის პირობებში მშენებლობას უფრო უსაფრთხოს გახდის.

მსგავსი სტატიები