ახალი აშენებული უძრავი ქონების მყიდველთა უფლებებს ომბუდსმენი დაიცავს

Construction News

გაერთიანებულ სამეფოში, უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოების პირისპირ აღმოჩენილი ადამიანების ინტერესებს, დამოუკიდებელი ომბუდსმენი დაიცავს. აღნიშნულ თანამდებობაზე რობერტ ჯენრიკი ოფიციალურად 24 თებერვალს დამტკიცდა.

“ახალი სახლის ომბუდსმენი”  ბინის მყიდველებს დაეხმარება, უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაობის შედეგად დამდგარი პრობლემების გადაწყვეტაში, იქნება ეს არასწორი გადახურვა, უხარისხო ელექტროგაყვანილობა, თუ სხვა. იგი უფლებამოსილი იქნება დააკისროს მშენებლებს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორება და კომპენსაციის გადახდა ბინის მეპატრონისთვის, ასევე აუკრძალოს მომავალში მშენებლობასთან დაკავშირებული საქმის წარმოება.

სამშენებლო ხარისხის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი, ომბუდსმენის ჩართულობის შედეგად მოკლე დროში გადაწყდება და თან ყოველგვარი სასამართლო პროცესების გარეშე.

ახალი საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად ყველა დეველოპერი თუ მშენებელი დაექვემდებარება ომბუდსმენს, რათა ყველა ახალი ბინის მყიდველს ჰქონდეს შესაძლებლობა მოკლე დროში აინაზღაუროს ზარალი.

მიუღებელია, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს მიიღოს პასუხი უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოს გამო და აწყდება პრობლემებს “ოცნების ახალ სახლში” – ეს არის მიზეზი, რის გამოც ომბუდსმენი შეაჩერებს თაღლით მშენებლებს და სამშენებლო სექტორში აამაღლებს ხარისხის სტანდარტს. კონფლიქტები გადაწყდება მოკლე დროში, საჭიროების შემთხვევაში მყიდველები მიიღებენ დახმარებას და ასევე დამსახურებულ კომპენსაციას – განაცხადა რობერტ ჯენრიკმა.

აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედებით, მთავრობა გეგმავს ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანოს სამშენებლო საქმიანობის რეგულირებაში და მშენებლობის მაღალი ხარისხის სტანდარტი მთელი ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდეს.

მსგავსი სტატიები