აჭარის პირველ სინაგოგას, რომელიც მშენებლობის დროს დაზიანდა, აღადგენენ

Construction News

ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, 4 წლის წინ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შედეგად დაზიანებულ სინაგოგას, რესტავრაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“დღეს უბედნიერესი საღამო მაქვს, ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებით. შეიძლება გახსოვთ კიდეც. ზუსტად 4 წლის წინ, 2015 წლის 20 თებერვალს, სამშენებლო კომპანია გუმბათმა, რომელიც ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე აშენებდა მრავალსართულიან კორპუსს, გამოუთხარა ძირი მომიჯნავედ მდგარ მეოცე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, სადაც 1929 წლიდან მოქმედებდა პირველი სინაგოგა აჭარაში. სახლი უფრო ძველი ნაშენია და მანამდე ქართველი ებრაელი ცხოვრობდა. მშენებლობის შედეგად ეს მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნახევარი ჩამოინგრა და შიგნით არსებული უნიკალური მემკვიდრეობა, კედლის მხატვრობა და საღვთისმსახურო ატრიბუტიკა ღია ცის ქვეშ დარჩა.

დღეს შევხვდი ორგანიზაცია “ისრაელის სახლის” დამფუძნებელს, იციკ მოშეს. ბევრი ვისაუბრეთ და დეტალებით არ შეგაწყენთ. მთავარი სიახლე კი რა არის?

– ისრაელის სახლის და იციკ მოშეს თაოსნობით აღდგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, როგორც ქართულ-ებრაული მეგობრობის და კულტურის მუზეუმი. 
– სივრცე შეინარჩუნებს ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას. 
– მოხდება სრული რეკონსტრუქცია, ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეების და ამ ძეგლისთვის მებრძოლი ყველა აქტივისტის ჩართულობით. პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უკვე დღესვე გადაიდგა და პროცესის შეუქცევადობაშიც დამარწმუნა“, – წერს ირაკლი კუპრაძე და სინაგოგის ფოტოსურათებს აქვეყნებს.

Irakli Kupradze-ს ფოტო.
Irakli Kupradze-ს ფოტო.
Irakli Kupradze-ს ფოტო.
Irakli Kupradze-ს ფოტო.

მსგავსი სტატიები