“აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ” 1,8 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

Construction News

“აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ” ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1,855,739 ლარია.

ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავდა, რის მიხედვითაც, მიერთების სიგრძე ჯამში 996 მეტრი იქნება.

“აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დასრულდეს.

მსგავსი სტატიები