აჭარის ა.რ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლაშა ჩიხლაძემ, ქედის მუნიციპალიტეტში, სიხალიძეები-გარეტყის საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის (100 კუბ.მ.) მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული სამუშაოები, დეპარტამენტის საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ბეტონის საფარის მოწყობაზე 6,200,000 ლარი დაიხარჯება და დაიგება 114 კმ. სიგრძის ბეტონის საფარი:
ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 23,6 კმ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 22,22 კმ.
ქედის მუნიციპალიტეტში – 21,38 კმ.
შუახევის მუნიციპალიტეტში – 17,36 კმ.
ხულოს მუნიციპალიტეტში – 29,44 კმ.