აჭარაში 4,585,000 ლარის ღირებულების აუქციონს აცხადებენ

Construction News

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ 1,235 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ქობულეთში, დ. აღმაშენებლის N379-ის მიმდებარედ) პირობებიან აუქციონს აცხადებს.

დოკუმენტი მათ შორის ითვალისწინებს: ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის მშენებლობის დასრულებას და ექსპლუატაციაში გაშვებას;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის, (რომელიც უნდა მოიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს) ამოქმედებას და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნებას, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;

ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50,000,000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას.

აუქციონის მიმდინარე ფასი 4,585,000 ლარია.

აუქციონი 5 აპრილს დასრულდება.

მსგავსი სტატიები