აჭარაში 168,000 ლარად თოკების პარკი მოაწყვეს

Construction News

აჭარაში ჩასულ ტურისტებს, ახალი ტურისტული ატრაქცია – „თოკების პარკი” დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო.

„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, “თოკების პარკი“ კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და მასზე 168,000 ლარი დაიხარჯა.

მტირალას ეროვნული პარკი, ბათუმიდან 25 კმ-ში მდებარეობს და გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. მტირალას ეროვნული პარკის კოლხური ტყეები ნომინირებულია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად.

დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)-ს ფოტო.
დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia)-ს ფოტო.

მსგავსი სტატიები