აჭარაში საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება

Construction News

მალე აჭარაში საერთაშორისო უნივერსიტეტი აშენდება – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კერძო ინვესტიციის შედეგად, სტუდენტებს უცხოური სტანდარტის განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასრულდება ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის შერჩევის პროცესი. იგეგმება თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც საგანმანათლებლო პროცესის ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას შეუწყობს ხელს.

ბათუმში ინვესტიციას განახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტიც. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, ინვესტორი აქტიურად დაიწყებს უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოებს.

მსგავსი სტატიები