აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 55 მილიონი ლარი დაიხარჯება

Construction News

მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, საგზაო სამუშაოების განხორციელებასა და მოვლაში 55 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 11,804,570 ლარი. დაგეგმილია:

  • 16 კილომეტრამდე  ასფალტბეტონის საფარის მოწყობა;
  • 7 ახალი ხიდის მშენებლობა;
  • 32 ლოკაციაზე საყრდენი კედლის მშენებლობა;
  • 8 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა;

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გამოყოფილია 9,840,101 ლარი. დაგეგმილია:

  • 10 კმ-მდე მოასფალტებული გზის დაგება;
  • 2 ხიდის მშენებლობა;
  • 41 ლოკაციაზე საყრდენი კედლის მშენებლობა;
  • 15 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მოწყობა

ქედის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 8,879,190 ლარი. დაგეგმილია:

  • 8 კმ-მდე მოასფალტებული გზის დაგება;
  • 1 ახალი ხიდის მშენებლობა;
  • 2 ხიდის რეაბილიტაცია;
  • 33 ლოკაციაზე საყრდენი კედელის მშენებლობა;
  • 17 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა.

შუახევის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 12,975 839,ლარი. დაგეგმილია:

  • 13 კმ-მდე ასფალტბეტონის გზის საფარის დაგება;
  • 2 ახალი ხიდის შენებლობა;
  • 1 არსებულ ხიდს რეაბილიტაცია;
  • 38 ლოკაციაზე საყრდენი კედლის მშენებლობა;
  • 3 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა.

ხულოს მუნიციპალიტეტისთვის 11 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. დაგეგმილია:

  • 1 ახალი ხიდის მშენებლობა;
  • 3 არსებულ ხიდს რეაბილიტაცია;
  • 38 ლოკაციაზე საყრდენი კედლის მშენებლობა;
  • 4 ლოკაციაზე დამცავი ნაგებობის და წყალარინების სისტემის მშენებლობა-მოწყობა.

ინფორმაციას Batumelebi ავრცელებს.

მსგავსი სტატიები