აჭარაში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში მომზადდა

Construction News

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აჭარაში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში მოამზადა. ორგანიზაციამ 5 ობიექტი შეისწავლა, აქედან ორის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში დაიწყო.

2016 წლის 16 მარტს, ბათუმის მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. სამშენებლო კომპანიის განცხადებით, მიზეზი პროექტში არსებული უზუსტობები გახდა. საავადმყოფოს მშენებლობა აჭარის მთავრობას 25 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

ანგარიში ბათუმის საფეხბურთო მოედანსაც ეხება, რომლის მშენებლობა 2012 წელს უნდა დაწყებულიყო. თავდაპირველად, მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყო. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015 წელს სტადიონს ადგილმდებარეობა შეეცვალა და პროექტის ბიუჯეტიც 157 მილიონამდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება და მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის 22 მილიონამდე ლარი გამოიყო.

ანგარიშში ასევე მოხვდა, ქობულეთის სასპორტო კომპლექსი, საზაფხულო თეატრი მახუნცეთში და ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი შენობა

მსგავსი სტატიები