აწყურის N20-ის მიმდებარედ მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, აწყურის N20-ის მიმდებარედ მცხოვრებლები მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს.

მათივე თქმით, მშენებლობა მიმდებარე სახლებს საფრთხეს უქმნის. ერთ-ერთი მოსახლის განმარტებით, ის იძულებული გახდა, რომ ჭიშკარი გაეუქმებინა და ფანჯარა შესასვლელად გადაეკეთებინა.

ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

მსგავსი სტატიები