აშშ-ში 47,000-ზე მეტ ხიდს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. ინფორმაციას აშშ-ის გზისა და ტრანსპორტირების მშენებელთა ასოციაცია (ARTBA) ავრცელებს.
ასოციაციის სიაში მოხვდა: ბრუკლინის ხიდი ნიუ-იორკში, არლინგტონის მემორიალი დედაქალაქ ვაშინგტონში, პენსაქოლა ფლორიდაში და სან მატეო კალიფორნიაში.
khl.com-ის ცნობით, ხიდების ექსპლუატაციის საშუალო ვადა 62 წელია. გარდა ამისა, ARTBA-ს ანალიზში ნათქვამია, რომ აშშ-ის 235,000 ხიდი რეაბილიტაციას საჭიროებს. აღნიშნული ხიდების სამშენებლო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით $171 მილიარდს შეადგენს.