ყოველწლიურად მილიონობით გადამფრენი ფრინველი იღუპება აშშ-ში მაღალი შენობების განათების გამო. მათ შორის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ჩიკაგო, ნიუ-იორკი და ლოს-ანჯელესი.
კორნელის ორნითოლოგიის ლაბორატორიის (Cornell Lab of Ornithology) კვლევის მიხედვით, აშშ-ის 125 ქალაქის ცათამბჯენი საფრთხეს უქმნის გადამფრენ ფრინველებს. ფრინველებისთვის განსაკუთრებით სახიფათო სივრცეს ჩიკაგო წარმოადგენს, რადგან აღნიშნული ქალაქი არის მიგრაციის ბილიკი.
dezeen.com-ის ინფორმაციით, გადამფრენი ფრინველები ღამით ხელოვნურად განათებულ შენობებს ეჯახებიან, რაც მათ სიკვდილს იწვევს.
ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც 2014 წელს ჟურნალ „Ornithological Applications“ გამოქვეყნდა, აშშ-ში ყოველწლიურად 100 მილიონიდან 1 მილიარდამდე ფრინველი იღუპება.