აშშ-ში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

Construction News

აშშ-ში, ჩრდილოეთ ჩიკაგოში მდებარე ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა.  აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ქარხნის თანამშრომლები შენობაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათი რიცხვი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ასევე, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

ქალაქის სამართალდამცავი უწყებები მოსახლეობას მოუწოდებენ, ქარხნის მიმდებარე ტერიტორიას მოერიდონ.

მსგავსი სტატიები