აშშ-ში ტექნოლოგიის გამოყენებით თანამშრომლების დაღლილობა გაზომეს

Modern Roofing

აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მონაცემების თანახმად, ყოველწლიურად აშშ-ში დამსაქმებლები თანამშრომლების დაღლილობის გამო 130 მილიარდ დოლარზე მეტს კარგავენ, რაც დაკავშირებულია შრომისუნარიანობის დაკარგვასთან და ჯანმრთელობასთან.

ამერიკის პროფესიული უსაფრთხოების საზოგადოება (ASSP) მოუწოდებს დამსაქმებლებს, აკონტროლონ თანამშრომლების დაღლილობა, რათა მათი დაზიანებები შემცირდეს. ორგანიზაციამ სამწლიანი კვლევის შედეგი გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია, როგორ უნდა მოხდეს დასაქმებულების უსაფრთხოების მონაცემების შესაბამისობა მისი დაღლილობის დონესთან.

„დაღლილობა არის დამალული საფრთხე სამუშაო ადგილზე, თუმცა ჩვენ უკვე დავიწყეთ დაღლილობის გაზომვა. ინფორმაცია – ეს არის ძალა, ამიტომ იმის ცოდნა, თუ სად, როდის და როგორ ახდენს დაღლილობა თანამშრომლის უსაფრთხოებაზე გავლენას, უმნიშვნელოვანესია”, – განაცხადა პროფესორმა ლორა კავუოტომ, რომლის თანამონაწილეობითაც ჩატარდა ზემოაღნიშნული კვლევა.

გარდა ამისა, ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, 70 მილიონზე მეტი ამერიკელი ძილის დარღვევით იტანჯება. ამერიკულმა კომპანიამ, რომელსაც 1,000 თანამშრომელი ჰყავს, დაღლილობის გამო შესაძლოა წელიწადში 1 მილიონი დოლარი დაკარგოს.

ASSP -ის კვლევაში 25 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც წელზე, მაჯასა და მუხლებზე სპეციალური დეტექტორები ჰქონდათ მიმაგრებული. ყოველი მათგანი სამ საათიანი ცვლებით მუშაობდა.

“ჩვენ ვნახეთ თუ როგორ იცვლება ადამიანის ქცევა საათობრივად დროის განმავლობაში. მაგალითად, ჩვენ ვნახეთ როგორ ასრულებენ ერთსა და იმავე სამუშაოს ადამიანები პირველ საათებში, მესამე საათთან შედარებით, როდესაც დაღლილობა უკვე ფაქტორად იქცა. სატარებელი ტექნოლოგიის საშუალებით, შესაძლოა დადგინდეს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების მაჩვენებლებიც და მოხდეს უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავება, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეს გეგმიური დასვენება, ვიტამინების დამატება და ა.შ.”, – განაცხადა პროფესორმა.

ehstoday.com

მსგავსი სტატიები