აშშ-ში საცხოვრებლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით $475 მილიარდი გამოიყოფა

Construction News

აშშ-ის კონგრესში ახალი საკანონმდებლო აქტი წარადგინეს, რომლის მიზანი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის კრიზისთან გამკლავებაა.

“აშშ-ის განსახლებისა და ეკონომიკური მობილობის“ კანონპროექტის10-წლიანი გეგმის განხორციელებაში 475 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და მის ფარგლებში მოსახლეობა 3 მილიონი საცხოვრებელი სახლით იქნება უზრუნველყოფილი.

კანონპროექტი განსაკუთრებით სასარგებლო იმ ოჯახებისთვის იქნება, რომლებსაც დაბალი და საშუალო შემოსავალი აქვთ, რადგან ვარაუდობენ, რომ სენატორების ინიციატივა საცხოვრებელი ფართის ღირებულებას შეამცირებს. Smartcitiesdive.com-ის ინფორმაციით, ეს შეეხება როგორც მყიდველებს, ასევე მათ, ვინც საცხოვრებლის დაქირავებით არის დაინტერესებული. აქტის მიღებიდან პირველი ათწლეული ახალ მშენებლობებსა და ძველი საცხოვრებლების რეაბილიტაციას დაეთმობა.

“საცხოვრებლის ღირებულება ამერიკულ ოჯახებს სერიოზული წნეხის ქვეშ აყენებს. ეს ქალაქების ცენტრალური უბნების გარდა, გარეუბნებსაც ეხება. საზოგადოებას უჭირს საცხოვრებელის ქირის გადახდა და მათთვის სახლის შეძენაც პრობლემას წარმოადგენს. ახალი აქტი ძველი პრობლემის მოგვარებაშიც დაგვეხმარება, რაც განსახლების პროცესში შავკანიანთა დისკრიმინაციით გამოიხატებოდა”, – აღნიშნა მასაჩუსეტსის სენატორმა, ელიზაბეთ უორენმა, რომელიც კანონპროექტის შემუშავებას ხელმძღვანელობს.

ცნობისთვის, 1960-იან წლებში აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ შავკანიანი ოჯახებისთვის საცხოვრებლის სუბსიდირებაზე უარი თქვა.

Moody’s Analytics-ის ანგარიშის მიხედვით, ახალი ინიციატივა დამატებით 1,5 მილიონ ახალ სამუშაო ადგილსაც შექმნის.

მსგავსი სტატიები