აშშ-ში სამშენებლო ხარჯები 0,8%-ით შემცირდა

Construction News

აშშ-ში სამშენებლო პროექტებზე გაწეული ხარჯები შემცირდა, ხოლო საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე უკვე ზედიზედ მეხუთე თვეა  რაც კლება ფიქსირდება.

კომერციული დეპარტამენტის ცნობით მაისში სამშენებლო ხარჯები 0,8%-ით დაეცა – პირველად ნოემბრის შემდეგ, როდესაც 1,3 პროცენტიანი შემცირება ფიქსირდებოდა.

მაისში სექტორის დასუსტება, მრავალმხრივ გამოიხატებოდა: ინდივიდუალურ სახლებსა და ბინებზე ხარჯები 0,6%-ით შემცირდა, ხოლო არასაცხოვრებელ ფართებზე – 0,9%-ით. ამავდორულად სახელმწიფო პროექტებზედაც 0,9%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც ფედერალური მთავრობის მიერ სამშენებლო ხარჯების შემცირებამ განაპირობა.

საცხოვრებელი სახლების სამშენებლო ხარჯები ბოლო თვეებში შესუსტებული იყო, თუმცა მშენებლები იმედს გამოთქვავენ, რომ იპოთეკური ტარიფების შემცირება, სამშენებლო ბაზარზე ზეგავლენას მოკლე დროში მოახდენს და დადებითად აისახება სექტორზე.

მსგავსი სტატიები