აშშ-ში, ნიუ-იორკში, სამშენებლო მოედანზე 9 მუშაკი ნახშირბადის მონოქსიდით, იგივე მხუთავი აირით მოიწამლა.
მუშაკები მაშველებმა გადაარჩინეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნახშირბადის მონოქსიდის წყარო გაზზე მომუშავე გენერატორი გახდა.
dailymail.co.uk