აშშ-ში სამშენებლო კომპანია $42 მილიონით დააჯარიმეს

Construction News

აშშ-ში სამშენებლო კომპანია “Bankrupt” $42 მილიონით დააჯარიმეს. კომპანიამ „ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საფეხმავლო ხიდი ააშენა, რომელიც მალევე ჩამოინგრა.

Dailymail-ის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ აღნიშნული თანხა დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს უნდა გადაუხადოს. შეგახსენებთ, რომ $14.2 მილიონი ღირებულების ხიდი აშენებიდან მალევე ჩამოინგრა. ხიდის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 დაშავდა.

მსგავსი სტატიები