აშშ-ში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა ერთ თვეში 31,000-ით შემცირდა

Construction News

აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა ბოლო 2 თვის დასაქმების ტენდენციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იმ სექტორებს შორის, რომლებშიც ყველაზე ნაკლები ადამიანი დაიქირავეს, მშენებლობაც მოხვდა.

სამშენებლო სექტორმა სამუშაო ადგილების რაოდენობა 31,000-ით შეამცირა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. გარდა მშენებლობისა, სამუშაო ადგილების შემცირება აღინიშნება საცალო ვაჭრობის, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებშიც, თუმცა თითოეულ მათგანში თანამშრომლების დანაკარგი, სამშენებლო სექტორთან შედარებით, საშუალოდ, 6-ჯერ უფრო მცირეა.

აშშ-ის შრომის დეპარტამენტის ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო ადგილების ზრდა ძირითადად საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სერვისებში აღინიშნება. აქამდე არსებული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, პროფესიულმა სერვისებმა: არქიტექტორის, ბუღალტრის, პროგრამირებისა და სხვა ადმინისტრაციულმა სამსახურებმა თავიანთ შტატში ჯამში 42,000 ადამიანი დაასაქმა.

ჯამში თებერვლის თვეში აშშ-ში 20,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც უმუშევრობის დონე 3.8 პროცენტამდე შემცირდა.

მსგავსი სტატიები