აშშ-ში სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების სტატისტიკა გამოქვეყნდა.
მონაცემების თანახმად, მშენებლობაში დასაქმებულები წელიწადში საშუალოდ $34,000-ს გამოიმუშავებენ.
სტატისტიკა ასევე იმ ქალაქების სიას მოიცავს, სადაც მშენებლობაზე დასაქმებულებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ:
ჩიკაგო – $63,250
ელგინი – $60,660
ბრუკლინი – $60,320
ჰონოლულუ – $58,500
ატლანტა – $58,140
შტატების მიხედვით კი ყველაზე მაღალი ანაზღაურება მშენებლობის სექტორში აქვთ: ილინოისში – $57,310; რომელსაც მოსდევს ჰავაი – $56,240; შემდეგ მასაჩუსეტსი – $53,230; ნიუ-ჯერსი – $52,220 და ალასკა – $50,450.
სტატისტიკაში მოცემულია ასევე კონკრეტულად ის სამუშაოები, რომლებიც მშენებლობის სექტორში ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ამ მხრივ პირველ ადგილზეა მშენებლობის მენეჯერის პოზიცია, რომლის საშუალო წლიური შემოსავალი $101,000-ია, ხარჯების შემფასებელი (Cost Estimator) $68,420-ს გამოიმუშავებს, სამშენებლო რკინა-ფოლადის მუშის ჯამური ხელფასი $56,940-ია, ხოლო დურგალი წლიურად $49,630-ს გამოიმუშავებს.
usnews.com