აშშ-ში ინდივიდუალური და მრავალბინიანი საცხოვრებლების მშენებლობა კვლავ მცირდება

Construction News

აშშ-ის მთავრობის ცნობით, ქვეყანაში საცხოვრებელი შენობების მშენებლობა ვარდნას განაგრძობს. აღნიშნულ ტენდენციას სამშენებლო სექტორში მუშახელის დეფიციტს უკავშირებენ.

შემცირებულია ახალ მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა, ასევე გაზრდილია შეჩერებული მშენებლობების რიცხვი. საკითხი ძირითადად ეხება ინდივიდულაური სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობების მშენებლობას.

პროექტების რაოდენობა, რომლებზეც ნებართვა გაცემულია, მაგრამ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა უკვე 197,000-ს შეადგენს, რაც 2018 წლის მარტთან შედარებით 23%-ით მეტია. შეჩერებული პროექტების ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ინდივიდუალური საცხოვრებლების მშენებლობა 0.4%, ხოლო მრავალბიანი შენობების მშენებლობა 3.4%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემას, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით 1.7%-ით უფრო ნაკლები ნებართვა გაიცა. ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-იანი კლება აღინიშნება.

გამონაკლისია აშშ-ის დასავლეთ რეგიონები, სადაც მშენებლობის სტაბილურობას, კალიფორნიის სამშენებლო სექტორის აქტიურობას უკავშირებენ.

მსგავსი სტატიები