აშშ-ში ეროვნული სამშენებლო უსაფრთხოების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება

Construction News

აშშ-ში სამშენებლო უსაფრთხოების სტრატეგიის გაძლიერებაზე მუშაობენ. ინდუსტრიული უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ამერიკული პორტალი Ishn.com სემინარს აანონსებს ნიუ-იორკში, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიის პრეზენტაცია და მასშტაბური კვლევის განხილვა 20 მარტს გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან NIOSH (ამერიკის შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი), OSHA( (აშშ-ის შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია) და CPWR (მშენებლობის კვლევის ცენტრი).

მშენებლობის ინდუსტრიაში ეროვნული უსაფრთხოების კამპანია ამერიკამ 2012 წელს დაიწყო და მონაცემთა ანალიზის შედეგად გამოქვეყნდა კვლევა, სახელწოდებით “სიკვდილიანობის და დაშავების სტატისტიკა მშენებლობაში, დაკავშირებული ლიფტებსა და ესკალატორებთან” (Deaths and Injuries Involving Elevators or Escalators in Construction). კვლევის მიხედვით, მშენებლობებზე ფატალური შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზი, მუშახელის სიმაღლიდან ვარდნა ან ჩამოვარდნილი მასის გამო ადამიანის დაშავებაა. სიმაღლიდან ვარდნა, სამშენებლო ინდუსტრიაში სიკვდილის ან დაზიანების გამომწვევი, ყველაზე ხშირი მიზეზია.

კვლევის თანახმად:

  • ლიფტების მონტაჟისას უბედური შემთხვევები ზრდის ტენდენციით ხასიათდება, 2016 წლის მონაცემები გაორმაგებულია 2003 წელთან შედარებით;
  • 2011 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში, ლიფტების მონტაჟისას 145 მუშა დაიღუპა, რაც ყველა სხვა ინდუსტრიაში დაღუპულ ადამიანთა ნახევარზე მეტია;
  • უბედური შემთხვევების 47.9% შემთხვევაში, მშენებლობაზე მომუშავე პირები 10 მეტრზე მეტი სიმაღლიდან ვარდებიან;
  • ლიფტების დამონტაჟებისას დაშავებულ მუშათა 46%-ს 31 დღეზე მეტი დასჭირდა გამოსაჯანმრთელებლად.

მსგავსი სტატიები