აშშ-ში განახლებადი ენერგიის ათვისება ქვანახშირის მოხმარებაზე უფრო იაფი ჯდება

Modern Roofing

აშშ-ში მცხოვრებლებს მზისა და ქარის ენერგიით წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება ქვანახშირის გამოყენებაზე უფრო იაფი უჯდებათ. ამის შესახებ საუბარია აშშ-ში ჩატარებულ ახალ კვლევაში.

კვლევის თანაავტორი “ენერგო ინოვაციის” (Energy Innovation) ფირმის წარმომადგენელი, მაიკ ობოილი აღნიშნავს, რომ ეს მონაცემი უახლოეს მომავალში განახლებადი ენერგიის მიერ ქვანახშირის ჩანაცვლებაზე  მიანიშნებს. მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა განსაკუთრებით თვალსაჩინო 2025 წელს იქნება, როცა ქარის ტურბინებისა და მზის ენერგიის პანელების ქარხნების მშენებლობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

Econews-ის ცნობით, კვლევის ავტორებმა აშშ-ის “ენერგო ინფორმაციის სააგენტოს” (EIA) საჯარო ფინანსური სტატისტიკის მონაცემები გამოიყენეს.

ანალიზმა აჩვენა, რომ ელექტროენერგიის წარმოება ეკოლოგიურად სუფთა გზებით 2008 წელთან შედარებით გაორმაგებულია და ამჟამად აშშ-ში ელექტროენერგიის 17% სწორედ მზისა და ქარის ენერგიის გენერირებაზე მოდის. რაც შეეხება ქვანახშირს, ამჟამად აშშ-ში ქვანახშირით 211 გიგავატი ენერგია იწარმოება, რომლის 74%-ს მოსახლეობა მოიხმარს.

მსგავსი სტატიები