აშშ-ში განახლებადი ენერგიის მოხმარების ახალი რეკორდი მოიხსნა

Construction News

აპრილის თვეში აშშ-ში, განახლებადი ენერგიის წყაროებით 16%-ით უფრო მეტი ელექტროენერგიის წარმოება მოხდა, ვიდრე ტრადიციული ელექტრო სადგურებით. ინფორმაციას ამერიკის “ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაცია” (EIA) ავრცელებს.

ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ამ ფაქტმა ნათელი გახადა, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე განახლებად ენერგიას ტრადიციული ელექტროგენერატორების სრულად ჩანაცვლების პოტენციალი აქვს.  

EIA-ს ინფორმაციით, კლიმატის ცვლილება ზოგ შემთხევაში დადებითადაც კი მოქმედებს ენერგიის წარმოებაზე. მაგალითად, ყინულის დნობის აქტიურ პროცესში თვალსაჩინო გახდა, რომ ჰიდროენერგიის სადგურებმა წარმოებული მოცულობის პიკს მიაღწიეს. პარალელურად ნაკლები მოთხოვნის გამო, ქვანახშირის საბადოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დახურულია.

ცნობისთვის – განახლებადი ენერგიის მოცულობა ყოველწლიურად მზარდი ტენდენციით ხასიათდება. განახლებადი ენერგიის საერთაშორისო ორგანიზაცია “IRENA”-ს ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოს მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით განახლებადი ენერგიის მოცულობამ 2,351 გიგავატს მიაღწია.

მსგავსი სტატიები