აშშ-ში ატმოსფერული ჰაერის ნახშირორჟანგისგან გაწმენდის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს

Modern Roofing

აშშ-ში ატმოსფერული ჰაერის ნახშირორჟანგისგან გაწმენდის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს. სიახლის დანერგვისთვის არიზონის უნივერსიტეტმა (ASU) და კომპანიამ Silicon Kingdom Holdings (SKH) ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც ჰაერის გაწმენდის პროცესში „მექანიკური ხეები“ ჩაერთვებიან.

მოწყობილობა, რომელიც ASU-ს პროფესორმა კლაუს ლეკნერმა შეიმუშავა, ჰაერის ნაკადს ხეების მსგავსად ფილტრავს: იჭერს ნახშირორჟანგის მოლეკულებს და ინახავს მათ მეორადი გამოყენებისთვის. ჰაერის მავნე ნაწილაკების წინააღმდეგ აქამდე შემუშავებული მეთოდისგან განსხვავებით, მექანიზმი ნახშირორჟანგს ჰაერის შეწოვის გარეშე იჭერს.

ინოვაციის ავტორების თქმით, “მექანიკური ხეები” ყველაზე იაფი ტექნიკაა, რომელიც ტონა ნახშირორჟანგის სამართავად 100 დოლარზე ნაკლებ თანხას საჭიროებს.

მსგავსი სტატიები