აშშ-ის ყველაზე ეკოლოგიურ ქალაქად ორლანდო დასახელდა

Construction News

აშშ-ის ქალაქი ორლანდო (ფლორიდის შტატი) დიდად ცნობილი არ არის, თუმცა სწორედ ამ დასახლებულმა პუნქტმა გაიმარჯვა კონკურსში, რომლის ფარგლებში ამერიკის ქალაქებმა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი გზების დემონსტრირება მოახდინეს, ასევე აჩვენეს მიღწევები, რომლებიც უფრო კომფორტული, სუფთა და ეკოლოგიურად მდგრადი ქალაქის შექმნას გულისხმობს.

გამარჯვებულ ქალაქს ორგანიზაცია “Bloomberg Philanthropy”-ის გრანტი გამოეყო 2.5 მლნ დოლარის ოდენობით. ეს თანხა მიმართული იქნება ქალაქში ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებისკენ. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში, მომავალ წლამდე ქალაქში 150 ახალი ელექტროსადგური აშენდება, სადაც ელექტრომობილებს დამუხტავენ. გარდა ამისა, არსებული ავტოპარკი ჩანაცვლდება ავტომობილებით, რომლებიც ელექტროძრავაზე იმუშავებენ.

ადგილობრივი ხელისუფლება ასევე აპირებს, ქალაქის საპარკო სივრცე 4 ჰექტარით გაზარდოს და ახალი შენობა-ნაგებობების ენერგოეფექტურობის სტიმულირება მოახდინოს.

sc-os.ru

მსგავსი სტატიები