აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება შეაჩერა

Construction News

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება დროებით შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ შეაჩერა კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანხმადაც, არიზონასა და ტექსასის შტატებში მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისათვის 1 მილიარდი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი.

შეგახსენებთ, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ დაპირებას წარმოადგენდა. კედლის მშენებლობისათვის სახსრების გამოყოფის თაობაზე კონგრესში აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც ქვეყნის მთავრობამ მუშაობა შეაჩერა და ე.წ. შათდაუნი დაიწყო, რომელიც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა.

მსგავსი სტატიები