აშშ-ის საერთაშორისო აეროპორტში US$3.5 მილიარდის ღირებულების მეექვსე ტერმინალს ააშენებენ

Construction News

აშშ-ში, დალასის საერთაშორისო აეროპორტში (USA’s Dallas Fort Worth International Airport) მეექვსე ტერმინალის მშენებლობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, მშენებლობაზე US$3.5 მილიარდი დაიხარჯება.

ტერმინალის პროექტის შესახებ განცხადება ამერიკულმა ავიახაზებმა და „FW Airport“-მა გაავრცელეს. მათი თქმით, F ტერმინალის ასაშენებლად რამდენიმე ადგილი განიხილება, ხოლო დიზაინის შექმნა მალევე დაიწყება.

აეროპორტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, აეროპორტის ზრდა სწრაფ ტემპში მიმდინარეობს და ახალი ტერმინალი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის.

საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმნიალის მშენებლობა გრძელვადიან პროექტად განიხილება.

მსგავსი სტატიები