სახელწოდება: „აქუა“;
მდებარეობა: აშშ, ჩიკაგო;
მშენებლობის დაწყების პერიოდი: 2007;
მშენებლობის დასრულების პერიოდი: 2009;
სიმაღლე: 261.8მ.;
სართულების რაოდენობა: 87;
შენობისტიპი: სასტუმრო, საცხოვრებელი, ოფისი;
არქიტექტორი: Studio Gang Architects.
მართკუთხა შენობა გამოირჩევა, უპირველეს ყოვლისა, მისი არაჩვეულებრივი ფასადის გამო. გარდა ამისა, ცათამბჯენს აქვს “მწვანე სახურავიც” – შენობის სახურავზე მდებარე პარკი, რომელიც ჩიკაგოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ე.წ. დაკიდულ ბაღს წარმოადგენს. სახელწოდება ‘Aqua’ წყალთან ასოცირდება და შენობის ტალღისებური ფორმის აივნებს უკავშირდება.