ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში

Construction News

21-27 იანვარს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა:

21 იანვარს წერეთლის გამზირზე  1.7-ჯერ, ვაშლიჯვარში  1.4-ჯერ, ბათუმში  2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ქუთაისში 1.5-ჯერ;

22 იანვარს – ქუთაისში 1.1-ჯერ და წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ;

23 იანვარს – ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ბათუმში უმნიშვნელოდ.

24, 25, 26 და 27 იანვარს განვითარებული სინოპტიკური პროცესის, კერძოდ უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაფიქსირდა მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება:

წერეთლის გამზირზე 1.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო ვარკეთილსა და ვაშლიჯვარში 1.6-ჯერ; 25 იანვარს – წერეთლის გამზირზე  2.2-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.4-ჯერ, ქუთაისში 2.3-ჯერ, ხოლო ვარკეთილში უმნიშვნელოდ; 26 იანვარს – ყაზბეგის გამზირზე 1.3-ჯერ, ვარკეთილში 1.2-ჯერ, ქუთაისში 1.7-ჯერ, ხოლო წერეთლის გამზირსა და ბათუმში 1.6-ჯერ; 27 იანვარს – წერეთლის გამზირზე 2.4-ჯერ, ბათუმში 1.8-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილში, ვაშლიჯვარსა და ქუთაისში – 1.9-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ, ხოლო ქუთაისში უმნიშვნელოდ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: თემქა, მე-9 კვარტალი, N-133-ე  საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, თემქა, მე-9 კვარტალი, თემქა, მე-10 კვარტალი, N-22-ე  საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ჩარგლის ქ.N47-ი.

ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ცნობისთვის, ავტომატური სადგურების საშუალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ახორციელებს. შესაბამისად, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები.

მსგავსი სტატიები