ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები შემცირდა

Construction News

ატმოსფერული ჰაერის მაჩვენებლების შესახებ “გარემოს ეროვნული სააგენტო” ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ძირითადად სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. განსაკუთრებით შემცირებულია ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია ავტოტრანსპორტიდან გამონაბოლქვის შემცირებასთან.

სააგენტო აღნიშნავს, რომ სადგურებზე, რომლებიც განთავსებულია გზის პირას, ავტოტრანსპორტით დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე, უფრო მეტად ფიქსირდება აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების კლების ტენდენცია, ვიდრე ფონურ სადგურებზე.

მსგავსი სტატიები