ასპინძის მუნიციპალიტეტი სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისთვის 600,000 ღირებულების ტენდერს აცხადება

Construction News

ასპინძის მუნიციპალიტეტი სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებისთვის 600,000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, 2019-2020 წლების განმავლობაში ასპინძის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი 50,000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე, 2019 – 2020 წელში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება, სამუშაოების დასრულებამდე.

მომსახურების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან – 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

სატენდერო წინადადებების მიღება 14 ივლისს იწყება და 17 ივლისს სრულდება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 600,000 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები