მსოფლიო არქიტექტურის დედაქალაქად რიო-დე-ჟანეირო გამოცხადდა

Construction News

არქიტექტურაში მსოფლიოს დედაქალაქად რიო-დე-ჟანეირო (ბრაზილია) გამოცხადდა. შესაბამისად, რიო-დე-ჟანეირო პირველი ქალაქია, რომელსაც იუნესკომ მსგავსი ტიტული მიანიჭა.

მსოფლიოს დედაქალაქი არქიტექტურაში (The World Capital of Architecture) – ახალი ინიციატივაა, რომელიც იუნესკომ არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირთან (UIA) ერთად დააწესა.

როგორც ოგანიზაციები განმარტავენ, ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს ურბანულ გარემოში არქიტექტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ინიციატივის მიზანია, ასევე, შეიქმნას საერთაშორისო დონის ფორუმი, სადაც კულტურულ მემკვიდრეობასთან, ქალაქგეგმარებასა და არქიტექტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობა მოხდება.


აღნიშნული ტიტულის მფლობელ ქალაქში გაიმართება არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის კონგრესიც, რომელსაც 25 ათასზე მეტი სპეციალისტი დაესწრება.

მსგავსი სტატიები