არქიტექტორებმა დიდ ზოოპარკში, ბარიერებისგან თავისუფალი საბავშვო სივრცის კონცეპცია შეიმუშავეს

Construction News

არქიტექტურულმა ბიურო Wowhaus-მა შეიმუშავა საბავშვო ზოოპარკის კონცეპცია, რომელიც მოსკოვში, დიდი ქართულის ქუჩაზე არსებულ,  უძველეს ზოოპარკში უნდა განხორციელდეს.

არქიტექტორების წინაშე იდგა ამოცანა, შეემუშავებინათ სივრცე, რაც ბავშვებისა და ცხოველების უფრო ახლო კავშირს უზრუნველყოფდა, რომელიც იქნებოდა ინტერაქტიული და უსაფრთხო.

ბარიერებისგან თავისუფალი სივრცე, რამდენიმე ზონისგან შედგება. პირველი ზონა არის ფერმა, სადაც იცხოვრობენ ბატები, ძროხები, ქათმები, თხები… ფერმის შემდეგ იშლება ტყის ზონა, სადაც ფრინველთა ვოლიერები  განლაგდება, ხოლო შემდეგი ზონა არის “კურდღლების ქალაქი” – ტერიტორია მიწისქვეშა გვირაბებით. სულ ბოლოს კი დაგეგმილია დასასვენებელი ტერიტორიის მოწყობა, სადაც ცხოველები არ იქნებიან.

ამ ფორმით ჩვენ შევძელით შეგვექმნა საგანმანათლებლო-გასართობი კომპლექსი, რომელიც ცხოველებისა და ფრინველების  მოშინაურების ისტორიას ასახავს. ეს არის ფუნდამენტურად ახალი გარემო, რომელიც აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, ზოოპარკში მობინადრეთა არსებობისთვის და ხელმისაწვდომი იქნება ვიზიტორებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს” – აცხადებს Wowhaus-ის გენერალური დირექტორი, ანა იშჩენკო.

საბავშვო ზონის მოწყობა, ზაფხულის ბოლომდე არის დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები