არქიტექტორები კიდევ ერთი ეგვიპტური პირამიდის აგების პროექტზე მუშაობენ

Construction News

ფრანგული არქიტექტურული კომპანია “Malka Architecture” ეგვიპტური პირამიდების კიდევ ერთ ალტერანტიულ პროექტზე მუშაობას გეგმავს. კომპანიამ გიზის პირამიდების კომპლექსს შესაძლოა კიდევ ერთი ნაგებობა მიამატოს.

Malka-ს წარმომადგენლებმა ახალი პირამიდის ესკიზები საზოგადოებას უკვე წარუდგინეს. ცნობილია, რომ პირამიდის ფასადზე დომინანტი შავი ფერი იქნება. დიზაინერებისა და არქიტექტორების თქმით, მშენებლობა ორ უძველეს არქიტექტორს იმჰოტეპსა და ჰემიუნს მიეძღვნება.

თანამედროვე “შავ პირამიდას” უძველესი სამშენებლო პრინციპით ააგებენ. სამშენებლო მასალად ძირითადად გრანიტს გამოიყენებენ. ნაგებობა გიზას პლატოს ტერიტორიაზე რიგით მე-13 პირამიდა იქნება.

მსგავსი სტატიები