არკანზასის პარკში ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლი ააშენეს

Construction News

აშშ-ის შტატ არკანზასში ეკოლოგიურად სუფთა ხის სახლი ააშენეს. „The Evans Tree House“ 85 ჰექტარი ფართობის ბოტანიკურ ბაღში, ხისგან შექმნილ ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი არკანზასის უნივერსიტეტს ეკუთვნის.

dezeen.com-ის ინფორმაციით, ხის სახლის მთავარი მიზანია ბავშვების ბუნებაში დაბრუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების გამოცდილების მიღება.

ხის სახლის პროექტზე Modus Studio მუშაობდა. მისი წარმომადგენლის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა სახლი თითოეული ნაბიჯის გადადგმისას ფორმას იცვლის. ხის სახლს საყრდენად ფოლადის 6 სვეტი აქვს, ხოლო თავად შენობა ფოლადისა და  ფიჭვის ხისგან ააშენეს.

მსგავსი სტატიები