არგენტინასა და ურუგვაის ელეტროენერგია გაეთიშათ

Construction News

არგენტინასა და ურუგვაის ელექტროენერგია გაეთიშათ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ენერგოდისტრიბუტორი “Edesur” ავრცელებს .

ელექტროენერგიის გათიშვის სავარაუდო მიზეზად, სისტემაში ავარია სახელდება, თუმცა ოფიციალურად დენის გათიშვის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

აღნიშნულმა ფაქტმა გავლენა ვერ მოახდინა აეროპორტის მუშაობაზე, რეისები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დენის გათიშვამ აეროპორტის მომსახურების ნაწილი შეაფერხა, თუმცა რეისებზე გავლენა ვერ მოახდინა,” – აცხადებენ არგენტინის აეროპორტის მმართველ კომპანიაში “Aeropuertas Argentina”.

ურუგვაის ელეტრომომარაგების კომპანია აცხადებს რომ ზოგ ქალაქს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება და პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები