აბუ-დაბის განვითარების ფონდი, ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში 50 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
შესაბამის ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ამჟამად ის ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება.
გროზნოს აეროპორტი ჩრდილოეთ კავკასიის ოკრუგში ყველაზე დიდი იქნება. პროექტის განხორციელების ფარგლებში, რესპუბლიკას უახლოეს პერიოდში სპეციალისტები ეწვევიან.
businessemirates.ae