არაბთა გაერთიანებულ საამიროებში $218 მილიონიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აჰმანში, $218 მილიონიანი გრანდიოზული სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.

„აჰმანის გრენდ მოლ კომპლექსი“ (Ajman’s Grand Mall Complex) მოიცავს: 409 აპარტამენტს, 163 კომერციულ ოფისსა და 90 სავაჭრო ცენტრს. გარდა ამისა, კომპლექსი აერთიანებს სამედიცინო დაწესებულებებს, რესტორნებსა და კინოთეატრებს.

აჰმანის შეიხის, ჰამიდ ბინ რაშიდ ალ-ნიუიმის განცხადებით, კომპლექსის მშენებლობა ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. კომპლექსში ბინების შეძენა იჯარითაც იქნება შესაძლებელი.

მსგავსი სტატიები