არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლეს წერტილზე კარვების ძვირადღირებულ კურორტს ააშენებენ

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველაზე მაღალი მთის ჯებელ ჯაისის (Jebel Jais) მწვერვალზე, ძვირადღირებული კარვების კურორტი აშენდება. ტურისტული პროექტის შესახებ ხელშეკრულება კომპანია “Mantis”-თან უკვე დადებულია.

მთის ძვირადღირებული ბანაკი ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე მოეწყობა. აღნიშნულ ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა 10 გრადუსით უფრო ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში.

პროექტის განხორციელება 2020 წლისთვის დასრულდება. კარვების ბანაკი შედგებოდეს იქნება: 47 ძვირადღირებული აპარტამენტისგან, 34 ძვირადღირებული კარვისგან, 2 ოროთახიანი ლუქსისგან, აგრეთვე 2 სამოთახიანი ლუქსისგან, რომლებსაც საკუთარი აუზები ექნებათ.

გარდა ამისა კურორტზე იქნება გამაჯანსაღებელი კლუბი, აუზი, გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრი, ბავშვთა სათამაშო მოედანი და რესტორანი. პროექტის ფარგლებში ატრაქციონები და სათავგადასავლო ტურიზმის ობიექტებიც მოეწყობა.

მსგავსი სტატიები