არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ახალი თაობის სკოლები აშენდება

Construction News

არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმის განცხადებით, საამიროებში ახალი თაობის საგანმანათლებლო დაწესებულებები შეიქმნება.

russianemirates-ის ცნობით, პროექტის ღირებულება 408 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

შეიხის თქმით, სკოლების შემადგენლობაში შევა რობოტოტექნიკის, ხელოვნური ინტელექტის, ჯანდაცვისა და გარემოს შესახებ ლაბორატორიები.

შეიხ მუჰამედის ინფორმაციით, 27 მილიონი აშშ დოლარი მიმართული იქნება ბიზნეს უნარებისა და 65 ათასი სტუდენტის კარიერული შესაძლებლობების განვითარებისკენ ლოჯისტიკის, ნავთობისა და გაზის მრეწველობის სექტორში.

ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ეს ინიციატივა ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი გახდება, რადგან ხალხს საშუალებას მისცემს, ტექნოლოგიურ განვითარებას მისდიოს და დროის მოთხოვნებთან საკუთარი შესაძლებლობების ადაპტირება მოახდინოს.

მსგავსი სტატიები