ანბანის კოშკის მიმდებარედ 1,951,334 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Construction News

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე 5,000 კვმ ტერიტორიაზე განხორციელდა საკომუნიკაციო ჭებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ასევე მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა.

სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება.

ბეტონის საფარის დაგება ჯამში 15,000 კვმ ტერიტორიაზეა გათვალისწინებული.

1,800 კვმ ფართობზე კი დაზიანებული ფილების შეცვლა და რეაბილიტაცია განხორციელდება.

პროექტის ღირებულება 1,951,334 ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები