“ანას ბაღის” დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

Construction News

თბილისის მერიის წინ  “ანას ბაღის” დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს და კახი კალაძეს “ანას ბაღში” დაგეგმილი მშენებლობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

აქციის მონაწილეები თბილისის მერს მიმართავენ, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით იხელმძღვანელოს და კომპანიას, მშენებლობის ნებართვა სხვა ადგილზე მისცეს. მათი განცხადებით, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, რეკრეაციულ ზონას მთლიანად გაანადგურებს.

იმ შემთხვევაში თუ მერია ადგილობრივების მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი დედაქალაქის მერიის წინ, პროტესტის ნიშნად კარვების გაშლას გეგმავენ.

შეგახსენებთ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები ორი კვირის წინ შეაჩერა.

წყარო: “მთავარი არხი”

მსგავსი სტატიები