ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხზე პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

Construction News

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) მიერ წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული მოსაზრებები, კვლევები და “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” სესხის გაცემის პირობები განიხილეს. ეს პირობები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კრედიტორების მიმართ კონსორციუმის ვალდებულებების სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე – პორტის განვითარების ფაზების ახლებურ რეგულირებას და სხვა ცვლილებებს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და საქართველოს მთავრობას შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ დიალოგი კონსორციუმის მიერ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვებისა და პროექტის წარმატებით განხორციელების მიზნით.

მსგავსი სტატიები