„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” ხელშეკრულება კომპანია ZPMC-სთან გააფორმა

Construction News

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” საკონტეინერო ამწეების შესყიდვაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანია ZPMC-სთან გააფორმა. აღნიშნული კომპანია პორტს შიდა საკონტეინერო ამწეებს ე.წ. IRTG-ებს მიაწვდის. ტექნიკა პორტის ტერიტორიაზე კონტეინერების გადასაადგილებლად და დასასაწყობებლად გამოიყენება.

საწყის ეტაპზე ქართული მხარე 12 ერთეულ ამწეს შეიძენს. გარდა ამისა, კონსორციუმის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა მიმდინარე კვირაში დასახელდება.

ცნობისთვის, ZPMC გლობალური ლიდერია საკონტეინერო ამწეების წარმოების სფეროში. კომპანია 101 ქვეყანას ამარაგებს და მსოფლიო ბაზრის  70%-მდე წილი უჭირავს.

მსგავსი სტატიები