ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – მაია ცქიტიშვილი

Construction News

დღეს, ანაკლიის პორტის საკითხზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ანაკლიის პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ყველა მხარე შეთანხმდა.

მინისტრის განმარტებით, პროექტისადმი და პროექტში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბანკებს, ასევე მთავრობას. მისივე თქმით, “ყველაზე რთული პოზიცია” სახელმწიფოს კომერციული რისკების დაზღვევაზე აქვს და მსჯელობა სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს.

მოლაპარაკების საგნად რჩება და აქ მთავარია ინვესტორის კომერციული რისკის დაზღვევა. არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან სწორედ ეს იქნება, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამმხრივი შეხვედრების განხილვის თემა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის დაყენებული 8 პუნქტიანი მოთხოვნების განხილვაა.

მსგავსი სტატიები