ანაკლიის პორტი არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი – ცქიტიშვილი

Construction News

დღეს ანაკლიაში მაია ცქიტიშვილმა პორტის მშენებლობის ტერიტორია კონსორციუმის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მან აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში სამეგრელოში ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო, რომელთა შორის ერთ-ერთი მომავალის პორტია.

შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, ვფლობ დეტალურ ინფორმაციას და ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე – რეგიონის განვითარებისა და იმისთვის, რომ ჩვენი ლოჯისტიკური პოტენციალი მთლიანად ავითვისოთ”, – განაცხადა მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა კონსორციუმის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ აქვს. მისი თქმით, პორტი არის  ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი.

მსგავსი სტატიები