ანაკლიის გზისთვის შერჩეულ საპროექტო ვარიანტზე, გეოლოგიური სამუშაოები დაიწყება

Construction News

საპროექტო ორგანიზაციამ, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მიმართულების 4 ვარიანტი წარუდგინა. წარმოდგენილი ვარიანტებიდან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურმა საბჭომ, 1 ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა.

უწყების ინფორმაციით, შერჩეულ მიმართულებაზე დეტალური გეოლოგიური სამუშაოები დაიწყება, მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტები.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. „სმექმა“ პროექტირება ოქტომბერში უნდა დაასრულოს.

პროექტირების სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.

მსგავსი სტატიები